დავით მორგოშია სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძესთან ერთად, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ცნობით, მინისტრმა უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა სკოლების მიღწევებსა და წარმატებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო გამოწვევებს გაეცნო და მათი მოგვარების გეგმებზე ისაუბრა.

„დავით მორგოშიამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე ქ. ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა და მის მიმდინარეობას გაეცნო.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და დონორების დაფინანსებით, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის №10 და №11 საჯარო სკოლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობები ექნებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება