ლოიდ ოსტინი - საჭიროა ლიბანში სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე რაც შეიძლება მალე გადასვლა

ლიბანში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით, ლოიდ ოსტინმა შეშფოთება გამოხატა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს ტელეფონით ესაუბრა და ღრმა შეშფოთება გამოხატა გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ძალებმა ლიბანში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს და ასევე, ორი ლიბანელი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით.

„მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა UNIFIL-ის ძალების [გაეროს დროებითი ძალები ლიბანში] და ლიბანის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა და ლიბანში სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე რაც შეიძლება მალე გადასვლის საჭიროება“, - აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ოსტინმა ასევე ისაუბრა ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები მის მოსაგვარებლად.

„მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი და მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მან განაცხადა, რომ მძევლები ოჯახებში რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ“, - აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება