ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანში „ჰეზბოლას“ 200-მდე ობიექტს დავარტყით და 10-მდე მებრძოლი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-მდე ობიექტს დაარტყეს და „ჰაზბოლას“ 10-მდე მებრძოლი გაანადგურეს, - ინფორმაციას მედია ისრაელის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა 10-მდე ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის გამშვებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ დაახლოებით 200 სამიზნეს ლიბანის სიღრმესა და ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ტერორისტულ უჯრედებს, რაკეტების გაშვების ადგილებს, ტანკსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ოპერაციებს ღაზის სექტორში, სადაც, მათი მონაცემებით, ერთ დღეში 40-მდე ტერორისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს და 10-მდე პალესტინელი რადიკალის ლიკვიდაცია განახორციელეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება