სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან და სააგენტოს დირექტორთან გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაათვალიერა.

„დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს.

რეაბილიტირებული სერვის ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული სერვის ცენტრი სრულად შეესაბამება მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს.

ქვეყნის მასშტაბით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჯანდაცვის მომსახურების ცენტრების მშენებლობა და რეაბილიტაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი