საქპატენტის მხარდაჭერით, გურჯაანში ყოველწლიური, ტრადიციული ღვინის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ მხარდაჭერით, გურჯაანში ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი წელს მერვედ ჩატარდა და ჯამში 424 მონაწილე გააერთიანა. ღონისძიება ახტალას პარკში გაიმართა და მასში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„ფესტივალს სტუმრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, მთავრობის მეთაურს ფესტივალისთვის მოწყობილი საქპატენტის კუთხე დაათვალიერებინა და ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ქართული კულტურის გაცნობა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, როგორც ღონისძიების მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, აქტიური მონაწილეობა მიიღო ფესტივალის განხორციელების პროცესში. ღონისძიების ფარგლებში ზეიმზე მოეწყო საქპატენტის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო საექსპოზიციო სტენდი შესაბამისი ბანერითა და გეოგრაფიული აღნიშვნების ამსახველი მასალებით. საქპატენტისთვის განკუთვნილი სივრცის სტუმრებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, დაინტერესებულ პირებს საქპატენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს კონსულტაცია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მიმართულებით, ამასთანავე, მიიღეს მონაწილეობა ფესტივალზე გამართულ სხვადასხვა აქტივობაში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, სადაც სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებთან ერთად წარმოდგენილი იყო ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები, რომელიც ფესტივალზე მოწვეულმა შეფებმა მოამზადეს.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ასევე მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში წარმოდგენილი იქნება სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. ასევე, მოეწყო ქართული ბაზარი - ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებაში უწყების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს რეგისტრირებული უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, პოპულარიზაციას, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მიმართ ინტერესის გაღვივებას და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ასევე, ამ მიმართულებით საქპატენტის საქმიანობის წარმოჩენასა და საზოგადოებაში უწყების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორი „საქართველოს ბანკი ბიზნესი“, ოფიციალური სპონსორი კი - მეღვინეობა „თელიანი ველი“ გახლდათ. სპონსორები: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. რაც შეეხება მხარდამჭერებს, საქპატენტთან ერთად, წელს ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წყალი „ბაკურიანი“, „ბორჯომი“, „ბოლერო“ და „გურჯაანის ნაყინი“ იყო. ფესტივალის პარტნიორები კი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი (IWSC), გურჯაანის მერია და ჯეპრა“,-აღნიშნულია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის