ნაძალადევის რაიონში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

რეგიონების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საკონცერტო საღამო თბილისში, ნაძალადევის რაიონში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

რაიონის მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე და შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

„მადლობა მინდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას”, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს - ჯგუფმა „ქუჩის ბიჭები”, მარიკო ებრალიძემ, სალომე ბაკურაძემ, გია ნიკოლაძემ და ნინუცა ბედიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს