ლევან ხაბეიშვილი - ვარკეთილის ოფისის დარბევაზე დავალების გამცემი არის სოზარ სუბარი, არჩევნების წინ ასეთ დავალებებს სწორედ ის გასცემს

ამ დავალების გამცემი არის სოზარ სუბარი, რადგან არჩევნების წინ ასეთ დავალებებს სწორედ ის გასცემს, - ასე შეაფასა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ვარკეთილში პარტიის ოფისის დარბევის ფაქტი.

ლევან ხაბეიშვილი მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, საარჩევნო გარემო მთლიანად შეცვალოს.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელიც ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. კომუნიკაციის დროს ძალიან შეშინებულები არიან, რადგან ასეთი რამ ვარკეთილში ძალიან მძიმე საყურებელია, მათ შორის ამომრჩევლისთვის. რამდენიმე დღის წინ 2000 - კაციანი შეხვედრა გვქონდა ისან-სამგორის მოსახლეობასთან, გუშინაც ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და აქედან გამომდინარე ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. კამპანიის დროს ჩვენ ვსაუბრობთ პენსიაზე, ევროკავშირის პასპორტზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საპროცენტო სესხების განაკვეთების დაწევაზე, ადამიანებს ასეთ თემებზე დისკუსიას ვთავაზობთ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, საარჩევნო გარემო მთლიანად შეცვალოს. ეს არის გაგიჟებული ადამიანის ქცევა - ქვების, ბოთლების სროლა, საღებავების სროლა.

რაც ახლა ვნახე, სოზარ სუბარის და ივანიშვილის სახელები აწერია. საზოგადოებამ ისედაც იცის მათი სახელები. შესაბამისად მოვუწოდებ მათ, თავის ოფისებთან დაწერონ პირდაპირ, ჩვენთან ნუ მოდიან. ვფიქრობ ის სტენსილები, რაც გააკეთეს, კარგად ასახავს მათ სახელს, გვარსაც და კობახიძესაც უხდება, ამიტომ ასე მისსავე ამომრჩეველს ელაპარაკონ. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან მივალთ და ვეტყვით, რომ ეს ქვასროლია, არანორმალური ხალხი ამ ქვეყანაში უნდა მორჩეს. ფაქტობრივად, სოზარ სუბარი არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მაჟორიტარია აქ, მოპარული მანდატი აქვს. რაც მსმენია, მისი ხელქვეითები არიან სოხაძე და ა.შ. ოღონდ ეს ხალხი უარყოფს ამ კავშირს და სინანულით ამბობენ, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სოზარ სუბარის დავალებით მოხდა, რადგან არჩევნების წინ სწორედ ის გასცემს ასეთ დავალებებს. ციხიდან ადამიანების ვაჭრობითაც კი არიან ხოლმე დაკავებულები და ასეთ დავალებებს რომ აძლევდნენ სუს-ის „ნასეტკებს“, ამიტომ სოზარ სუბარი არის მთავარი დამკვეთი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან ხაბეიშვილი - ვარკეთილის ოფისის დარბევაზე დავალების გამცემი არის სოზარ სუბარი, არჩევნების წინ ასეთ დავალებებს სწორედ ის გასცემს

ამ დავალების გამცემი არის სოზარ სუბარი, რადგან არჩევნების წინ ასეთ დავალებებს სწორედ ის გასცემს, - ასე შეაფასა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ვარკეთილში პარტიის ოფისის დარბევის ფაქტი.

ლევან ხაბეიშვილი მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, საარჩევნო გარემო მთლიანად შეცვალოს.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელიც ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. კომუნიკაციის დროს ძალიან შეშინებულები არიან, რადგან ასეთი რამ ვარკეთილში ძალიან მძიმე საყურებელია, მათ შორის ამომრჩევლისთვის. რამდენიმე დღის წინ 2000 - კაციანი შეხვედრა გვქონდა ისან-სამგორის მოსახლეობასთან, გუშინაც ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და აქედან გამომდინარე ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. კამპანიის დროს ჩვენ ვსაუბრობთ პენსიაზე, ევროკავშირის პასპორტზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საპროცენტო სესხების განაკვეთების დაწევაზე, ადამიანებს ასეთ თემებზე დისკუსიას ვთავაზობთ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს, საარჩევნო გარემო მთლიანად შეცვალოს. ეს არის გაგიჟებული ადამიანის ქცევა - ქვების, ბოთლების სროლა, საღებავების სროლა.

რაც ახლა ვნახე, სოზარ სუბარის და ივანიშვილის სახელები აწერია. საზოგადოებამ ისედაც იცის მათი სახელები. შესაბამისად მოვუწოდებ მათ, თავის ოფისებთან დაწერონ პირდაპირ, ჩვენთან ნუ მოდიან. ვფიქრობ ის სტენსილები, რაც გააკეთეს, კარგად ასახავს მათ სახელს, გვარსაც და კობახიძესაც უხდება, ამიტომ ასე მისსავე ამომრჩეველს ელაპარაკონ. ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან მივალთ და ვეტყვით, რომ ეს ქვასროლია, არანორმალური ხალხი ამ ქვეყანაში უნდა მორჩეს. ფაქტობრივად, სოზარ სუბარი არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მაჟორიტარია აქ, მოპარული მანდატი აქვს. რაც მსმენია, მისი ხელქვეითები არიან სოხაძე და ა.შ. ოღონდ ეს ხალხი უარყოფს ამ კავშირს და სინანულით ამბობენ, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სოზარ სუბარის დავალებით მოხდა, რადგან არჩევნების წინ სწორედ ის გასცემს ასეთ დავალებებს. ციხიდან ადამიანების ვაჭრობითაც კი არიან ხოლმე დაკავებულები და ასეთ დავალებებს რომ აძლევდნენ სუს-ის „ნასეტკებს“, ამიტომ სოზარ სუბარი არის მთავარი დამკვეთი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო