გიორგი ვაშაძე - მანგანეცით მდიდარი ქალაქი ჭიათურა ასეთ სიღარიბეში არ შეიძლება ცხოვრობდეს - 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ „ოცნებას“ და წავალთ განვითარებისკენ

დღეს ვართ ჭიათურაში და ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჭიათურა 26 ოქტომბრის არჩევნებში თავის სათქმელს იტყვის.

„მოგესალმებით ჭიათურიდან, ჩვენი უწყვეტი ტურნე საქართველოს გარშემო გრძელდება, გუშინ ათასობით ადამიანი თბილისში შევიკრიბეთ, დღეს უკვე ვართ ჭიათურაში, ხალხი ირჩევს ევროპას და კეთილდღეობას. ერთხელ და სამუდამოდ, 26 ოქტომბერს მოვიშორებთ „ოცნებას” და წავალთ წინ განვითარებისკენ. ყველა ქალაქი და სოფელი ფეხზე დგას, ყველა აპირებს არჩევნებზე მისვლას. აქედან კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვუთხრა: ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ ხალხო, ვისაც გვინდა კეთილდღეობა ევროპაში, 14 მილიარდის მოტანა, სოფლების და ქალაქების განვითარება. აი, ჭიათურაში ვართ ახლა და არ შეიძლება ასეთი შავი ოქროთი, მანგანეცით მდიდარი ქალაქი, სიღარიბეში ცხოვრობდეს, იმიტომ, რომ აქაც ვიწრო კლანი აზის ამ ყველაფერს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს.

ჩვენ მოგვაქვს სიკეთე, განვითარება, კლანებისგან თავისუფალი საქართველო, სადაც აბსოლუტურად ყველას ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ასე რომ, წინ განვითარებისკენ, წინსვლისკენ და ჭიათურა თავის სათქმელს იტყვის, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის