ქეთევან ხომერიკი - ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა - გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა - პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ, - წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გარემონტებული კორპუსების იერსახის დამახინჯებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, უხეშად დაარღვიეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება.

ხომერიკის თქმით, ეს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ხელწერაა, რომლისგანაც გახარიას გუნდი არ განსხვავდება.

“ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა და ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა - პეტრე სალუქვაძემ, სოფო ქარცივაძემ, ალეკო ბურჭულაძემ, გიორგი (ჟორია) სირაძემ.

სამარცხვინოა, რომ ამით, საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულება უხეშად დაარღვიეს და 13 ოქტომბერს ღამით ვ. დოლიძისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩებზე მოქალაქეების გადასახადებითა და ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს.

ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერა, რომლისგან გამონაკლისი არც გახარიაა.

მოვუწოდებთ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებს - პეტრე სალუქვაძეს, სოფო ქარცივაძეს, ალეკო ბურჭულაძეს, გიორგი (ჟორია) სირაძეს უმოკლეს დროში უზრუნველყონ კედლების გასუფთავება და მომავალში, ასეთი უხეში დარღვევისგან თავი შეიკავონ.

მოთხოვნის დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვთხოვ, ოზურგეთის მერიას გაასუფთაოს დამახინჯებული კედლები და დაუბრუნოს მათ ნორმალური იერსახე”, - წერს ქეთევან ხომერიკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს