დათო ხომერიკი - „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩემი სახელით ყალბი ანგარიში და კომენტარიც თვითონვე დაწერეს, თითქოს და ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს

„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩემი სახელით ყალბი ანგარიში და კომენტარიც თვითონვე დაწერეს, რომ თითქოს და ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს - ეს ყველაფერი კი გაავრცელა სამთავრობო მედიებმა და ასე ცდილობენ ტყუილების გავრცელებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დათო ხომერიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს ყოველთვის წარმატებებს უსურვებს.

„გუშინ, საინფორმაციო საშუალებებმა - ტვ „იმედმა” და „პრაიმ ტაიმმა“ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თითქოს და მე, დათო ხომერიკმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე დავტოვე კომენტარი, სადაც აღვნიშნავდი, რომ ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. აღნიშნული გვერდი შექმნილია „ქართული ოცნების“ მიერ და „ფეიქ ექაუნთიდან“ დაწერეს აღნიშნული კომენტარი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც მე ფეისბუქის გვერდზე ავტვირთე. მე, დათო ხომერიკი ვერასდროს ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრების მეტოქეს და ჩვენს ბიჭებს ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა დათო ხომერიკმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია