„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე მოისმინა პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

"ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა მშვიდობაზე, რომლის შენარჩუნებაც „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი პრიორიტეტია და რომლის ფასიც ყველაზე მეტად იცის ქართულმა მოსახლეობამ", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება