აშშ ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარისკაცებს გაგზავნის

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელში თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ს და ამერიკელ ჯარისკაცებს გააგზავნის.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ისრაელის დაცვაა.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს განლაგება არის უფრო ფართო კორექტირების ნაწილი, რომელიც აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს ბოლო თვეებში ისრაელის მხარდასაჭერად და ამერიკელი პერსონალის დასაცავად ირანის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმებისგან.

Reuters-ი წერს, რომ ისრაელის საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, აშშ-ის სამხედრო განლაგება ისრაელში, წვრთნების მიღმა, იშვიათია. შეერთებული შტატების ჯარები ბოლო თვეებში დაეხმარნენ ისრაელს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემებისა და გამანადგურებლებისგან თავის დაცვაში, როდესაც ის ირანის თავდასხმის ქვეშ მოექცა, მაგრამ ისინი ისრაელის ფარგლებს გარეთ იყვნენ ბაზირებული.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს აშშ-ის სარაკეტო სისტემების სამართავად მათი ისრაელში განლაგებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს