კონსერვატორიაში კომპოზიტორ ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები შესრულდა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კლასიკური მუსიკის საღამოზე, მუსიკოსის, არტისტისა და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის დებიუტი შედგა და საავტორო ნაწარმოები „სიმფონიური სურათი“ შესრულდა.

ლიზა ჩხაიძე ახალგაზრდა მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც სრული დაფინანსებითა და წარმატებით დაამთავრა ამერიკაში, ბერკლის მუსიკალური კოლეჯი.

„ძალიან ვგულშემატკივრობ ლიზას. მიხარია, რომ მან მაღალი დონის მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა ამერიკაში. დღეს შედგა ჩვენი პირველი მუსიკალური შეხვედრა - ლიზა როგორც ავტორი, მე დირიჟორი. არ შევცდები თუ ვიტყვი, მე ლიზას ვუწინასწარმეტყველებ საინტერესო და მდიდარ მომავალს, როგორც ავტორს. ის ბევრ სიხარულს მოუტანს მის სამშობლოს და იმ ქვეყანას, ამერიკას სადაც მან განათლება მიიღო,“- ამბობს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი.

კლასიკური მუსიკის საღამოზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

„მადლიერი და ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს და თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრს. მოხარული ვარ დღევანდელი დებიუტით კონსერვატორიის დიდ დარბაზში,“- ამბობს ლიზა ჩხაიძე.

საღამოზე შესრულდა მოცარტის 39-ე სიმფონია, იოსებ ბარდანაშვილის “იმიჯი”, შედგა ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოებების პრემიერა: შესავალი “მეფე დავითის ოპერიდან”, არია გუნდთან ერთად “მეფე დავითის ოპერიდან” და მხედრული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება