ზუგდიდში „ევროპელი დემოკრატების“ საარჩევნო კამპანია გაიმართა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ზუგდიდში გამართა და მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.

როგორც დავითაია აცხადებს, ზუგდიდის მოსახლეობა შეხვედრებზე მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის და ევროპული ღირებულებების მიმართ.

„ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ზუგდიდში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის უნდა განხორციელდეს, ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ მდგომარეობას.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს იმ პოზიციისთვის, რაც მათ ევროპული ღირებულებების და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ აქვთ. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა, რაც არის გადამწყვეტი იმ საგარეო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რაც ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარეობს“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება