გიორგი ვაშაძე - სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ და შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე - არ არის  სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში. ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ „ქართულ ქარტიასა“ და კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ახლა სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის.

„ჩვენი პოზიცია ძალიან კონკრეტულია, ქარტიიდან გამომდინარე, პრეზიდენტს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში, ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ. შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ გაუძღვება. არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. 4 სუბიექტს შორის უნდა იყოს კონსენსუსი და შეთანხმება. ყველაზე სწორია, რომ 20 ოქტომბერს ყველანი აქციაზე მივიდეთ და ჩვენი დიდი ერთობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება