მეუფე ნიკოლოზი - ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს

ვის აირჩევს [ადამიანი], მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნული განცხადება მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, მცხეთაში გააკეთა.

„ყველა ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში. ვის აირჩევს, როგორ აირჩევს, მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები და აი, პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა არჩევანი გააკეთოს“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება