ირაკლი კობახიძე - ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60% - ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ „ტექნიკურ მთავრობაზე“, არის ფარსი

ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%. - ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე და ა.შ. არის, რა თქმა უნდა, ფარსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის გეგმა, რომელსაც განხორციელება არ უწერია, ნიშნავს ქვეყნის ერთი წლით საერთოდ გაჩერებას და უფრო მეტიც, მის ომში ჩართვასა და არევას.

„რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60% - ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ „ტექნიკურ მთავრობაზე“ და ა.შ. არის, რა თქმა უნდა, ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები, შედგება ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია, რა თქმა უნდა, განხორციელება, ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტს, ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება