პრემიერი - შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს კიდევ ეტყვის მათ ხალხი უარს, მაგრამ ყველამ ხალხის არჩევანს უნდა სცეს პატივი

შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უარს. მაგრამ ყველა ამ გაღიზიანების მიუხედავად, ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის ტოლობის ნიშანი არსებობს.

„ხალხს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რაც მათ შორის აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. შესაბამისად ტოლობის ნიშანი არსებობს ხალხსა და მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას შორის. ეს ტოლობის ნიშანი დარჩება ძალაში, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შედგება კიდევ ერი საპარლამენტო არჩევნები, მას შემდეგ რაც მეცხრედ დამარცხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, ურთიერთობები გადაიტვირთება ევროკავშირსა და იმ ხელისუფლებას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ არჩევანს. შესაბამისად ტოლობის ნიშნის მოშლის მცდელობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ისეთი ე.წ. ნარატივი, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრაქტიკას. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უარს. მაგრამ ყველა ამ გაღიზიანების მიუხედავად, ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი. გაღიზიანებული ვინც არის, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო