დიმიტრი მედვედევი ჯო ბაიდენის განცხადებაზე - ამერიკასთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება იმაზე უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე 1945 წელს ჰიტლერთან ზავის საკითხზე მოლაპარაკება

შეერთებული შტატები, პრაქტიკულად, სრულფასოვან ომს აწარმოებს რუსეთთან და მოსკოვს სტრატეგიულ დამარცხებას უსურვებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებზე კომენტირებისას განაცხადა.

„თავის უტვინო პროტეჟეს დახმარების მიზნით, ბაიდენმა წამოროშა, რომ მზადაა რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული ძალების შემცირებაზე მოლაპარაკებებისთვის, წინაპირობების გარეშე. ამერიკელების მორიგი უტიფრობა. დაფიქრდით: შეერთებული შტატები ჩვენთან, პრაქტიკულად, თითქმის სრულფასოვან (და არამც და არამც ჰიბრიდულ) ომს აწარმოებს და ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ დამარცხებას უსურვებს. ამიტომ, ამერიკასთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება იმაზე უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე 1945 წელს ჰიტლერთან ზავის საკითხზე მოლაპარაკება“, - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების წინაპირობის გარეშე გამართვისთვის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება