კახა კალაძე - ხალხი 26 ოქტომბერს „კოლექტიურ ლომჯარიებს“ შესაბამის პასუხს გასცემს

ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას.

მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებების ავტორებს 26 ოქტომბერს მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს.

„ამ ადამიანის სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. უსამშობლო ადამიანები არიან. ეს ამ ტიპის განცხადებებიდანაც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხზეც რა კომენტარიც გააკეთეს. სხვათა შორის, ეს ადამიანი, ნინო ლომჯარია იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაშიო. მათ სამშობლოს ცნების, პატრიოტიზმის, ქვეყნის სიყვარულის, წარსულის პატივისცემის მნიშვნელობა არ იციან. ყველანაირად წყალწაღებული ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხალხი 26 ოქტომბერს „კოლექტიურ ლომჯარიებს“ შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება