მიხეილ სარჯველაძემ City Cancer Challenge-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, City Cancer Challenge-ის ღონისძიებაზე ონკოლოგიური პაციენტებისთვის სერვისებისა და უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მიმართა.

„შეხვედრაზე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს სერვისების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უწყების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის, მკურნალობის პროცესის გამარტივება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მიმართა.

ფონდი City Cancer Challenge ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით, სიკვდილიანობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები: თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, City Cancer Challenge-ის ევროპის რეგიონის დირექტორი - სოფი ბუსმანი, city cancer challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი - ისაბელ მესტრესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება