ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს სანქციები დაუწესა

მოლდოვის დესტაბილიზაციის მიზნით ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული „რეგიონში სეპარატიზმის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი, ცდილობს დაამხოს კონსტიტუციური წესრიგი და მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“.

გუცულის გარდა ევროკავშირმა სანქციები ოთხ ფიზიკურსა და ერთ იურიდიულ პირს დაუწესა.

ევროკავშირმა სანქციები რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ასოციაცია „ევრაზიას“ და მის დამფუძნებელ, ნელი პარუტენკოსაც დაუწესა, „რომლის მიზანიც საზღვარგარეთ რუსეთის ინტერესების გავრცელებაა, მათ შორის მოლდოვაში“.

სანქციები მათი აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლის აკრძალვასა და მათთვის სხვა სახის ეკონომიკური რესურსების გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია