მიხეილ სარჯველაძე სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, მათ, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

„შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სამედიცინო და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, განიხილეს ადგილობრივების საჭიროებებიც.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, 16 სოფლის მაცხოვრებლები, 650-მდე ადამიანი ცხოვრობს.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, სოფელ შავშებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე. შეხვედრაზე, სხვა პირებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება