ირაკლი კირცხალია ხაზარაძეზე - იმ ადამიანის პოლიტიკური ძალის დაპირებებს, რომელიც მილიარდ ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს ედავება ქვეყანას, საზოგადოება ხისტ პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, მამუკა ხაზარაძის გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო დაპირებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება მოსახლეობას, პარალელურად, „ქვეყანას მილიარდ ნახევარს ედავებოდა, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს“.

როგორც კირცხალიამ განაცხადა, ხაზარაძემ საქართველოსთან დავა წააგო და თანხის გადახდაც დაეკისრა, მისი პოლიტიკური ძალის დაპირებებს კი საზოგადოება პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.

„ადამიანი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას ჰპირდება და რომელიც ამ დროს, მილიარდ ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს ედავება ქვეყანას, იქ აგებს და აქეთ ეკისრება კიდევ 650 ათასი დოლარი გადასახდელად, აი, ამ პოლიტიკურ ძალას და მის დაპირებებს, საზოგადოება ძალიან ხისტ პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ, რომლის განცხადებასაც “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს