ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მტკიცე კამპანიას ვაწარმოებთ

ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მტკიცე კამპანიას ვაწარმოებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გოლანის საწვრთნელ ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა, სადაც გუშინ ღამით, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ჩვენ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი სრული განადგურება სურს, მტკიცე კამპანიას ვაწარმოებთ. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ჰეზბოლას“ იერიშის შედეგად დაშავებული სამხედროები მოინახულა.

„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ულმობელ დარტყმებს ლიბანის ყველა ნაწილში გავაგრძელებთ, მათ შორის ბეირუთში“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს