ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე გამარჯვების გეგმას წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე ისაუბრებს, სადაც ის გამარჯვების გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან კომუნიკაციით დავიწყეთ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ და კომენტარი გააკეთა გამარჯვების გეგმის ელემენტებზე, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი წარადგენს მომდევნო ევროპულ საბჭოზე წარადგენს“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე უკრაინის სამშვიდობო ფორმულის ხელშეწყობისა და შევსების თემასაც შეეხენ. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა უნდა გაძლიერდეს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, რათა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების დაწყება აიძულოს, მაგრამ, ამავე დროს, დიალოგის პერსპექტივას "ძალიან შორეული" უწოდა:

„მიგვაჩნია, რომ მშვიდობა არ უნდა აგვერიოს კაპიტულაციაში“, - აღნიშნა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს