„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ზუგდიდში დევნილებს შეხვდა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.

პაატა დავითაიას თქმით, ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებთან სოციალური მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა აფხაზეთიდან დევნილებთან. მე კარგად ვიცი ის პრობლემები, რაც აქვთ ამ ადამიანებს. ვისაუბრეთ პრობლემურ და საჭირბოროტო საკითხებზე, რაც აქვთ დევნილებს სოციალური მიმართულებით, ასევე ახალჩასახლებებში მმართველობის სისტემებთან დაკავშირებით. დევნილები თავს უყურადღებოდ გრძნობენ, მათ მეტი თანადგომა სჭირდებათ.

შეხვედრაზე დევნილებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გამოთქვეს აღშფოთება და გულისტკივილი სახელისუფლებო გუნდის მიერ გაჟღერებულ სახიფათო მესიჯებზე.

შეხვედრაზე გამოხატული იყო გულწრფელი მადლიერება და მხარდაჭერა ჩვენი პარტიის მიმართ, იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რასაც მუდმივად გამოვხატავთ აფხაზეთის საკითხების გაშუქებისას და საზოგადოების ინფორმირებისთვის, რითიც სხვა პოლიტიკური პარტიები არ გამოირჩევიან“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

პაატა დავითაიას განცხადებას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება