ნაზი ჯანეზაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო სისტემა შეექმნა - სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან

გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სასამართლო სისტემა შეექმნა - დღეს სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული ერთ-ერთი პრობლემა სასამართლოს განაჩენების არ გამოქვეყნებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში საკანონმდებლო კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სასამართლო სისტემა შეექმნა. ვერ მოახერხეს ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს მიმართ. მაგალითად, დღეს, როდესაც მოქალაქეები სასამართლოებში დადიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი იმისთვის, რომ განხორციელდეს მართლმსაჯულება. დღეს სისტემაში კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან. მიუხედავად ამისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით ჩატარებულიყო გამოძიება და გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები.

დღეს უზენაესი სასამართლოს 28-ვე მოსამართლე არჩეულია „ქართული ოცნების“ მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობდა უამრავი კითხვა, პროცესთან მიმართებით ძალიან დიდი კრიტიკა იყო, მათ მაინც აირჩიეს ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც საზოგადოების ნდობა არ აქვთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისეთივე ჩაკეტილია, როგორიც 12 წლის წინ იყო.

მაგალითად, თუ 12 წლის წინ იუსტიციის საბჭოს სხდომების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეძლო, დღესაც იგივე ხდება. პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭომ კარი ჩაკეტა მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. ყველაზე სავალალო ის არის, რომ საქართველოში არის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლის სტატუსი, მაგრამ არ აქვს სამოსამართლო საქმიანობა. მიხეილ ჩინჩალაძე არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ არ ეწევა სამოსამართლო საქმიანობას. აი, ამ კითხვებზე პასუხი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა გასცეს, როგორ მოხდა ეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის, რომ დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა არსებობს - არ ქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილებები და განაჩენები.

როგორ შეიძლება იმ სისტემაში, რომელიც დემოკრატიულად მიიჩნევა ხელისუფლების მხრიდან, არ ქვეყნდებოდეს სასამართლოს განაჩენები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილება არსებობს.

არ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სასამართლო სისტემაში შეეტანა მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის