ლევან სანიკიძე - ჩვენი ქვეყანა დასავლურ სამყაროს დაშორდა და საერთაშორისო იზოლაციის გზა აირჩია, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს ჩააბარებს

ჩვენი ქვეყანა დასავლურ სამყაროს დაშორდა და საერთაშორისო იზოლაციის გზა აირჩია, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს ჩააბარებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისაკენ გზას აქტიურად გააგრძელებს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი განცხადებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბუნებრივია, სერიოზული გულისწყვეტა აქვთ, მათ შორის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა დასავლურ სამყაროს დაშორდა და საერთაშორისო იზოლაციის გზა აირჩია, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს ჩააბარებს. საქართველოში არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში უნდა ჩატარდეს. დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, სულ რაღაც 11 დღეში საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება