„საქსტატი“ - 2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა

2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7პროცენტი) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4 პროცენტი მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო დარჩენილი 11.9 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

„2023 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.7 მლრდ. ლარი შეადგინა.

2023 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 41.9 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 64.0 პროცენტი ქალი იყო.

2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 971.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 41.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 12.5 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 9.0 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 645.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 49.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 7.3 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 5.0 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (33.7 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.“-ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება