გიორგი ბურჯანაძე - ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია - ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო

[ჯოზეფ] ბორელის ეს განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია - ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო,- ამის შესახებ კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წევრმა, იურისტმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

ბურჯანაძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების მიზანი საქართველოში ავტორიტარიზმის შესაძლებლობის გამორიცხვაა.

„ავტორიტარი სახელმწიფოები ბუნებრივია, ვერ ხდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის შესაძლებლობა გამოირიცხოს ახლაც და სამომავლოდაც; [გატარდეს] რეფორმები სასამართლოში, ამასთან, დეოლიგარქიზაციისა და სხვადასხვა მიმართულებით. ანტიკორუფციული [ბიურო] სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გამოირიცხოს. ბორელის ეს განცხადება ასახავს იმას, რაც დღეს საქართველოშია - ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო. სწორედ ეს არის დამახასიათებელი ნიშნები“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე, საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას „ყველა ის პრობლემა ახასიათებს, რაც კი თეორიულად, სასამართლო სისტემაში შეიძლება არსებობდეს“.

„ქართულ სასამართლო სისტემებს ახასიათებს ყველა ის პრობლემა, რაც კი თეორიულად, სასამართლო სისტემაში შეიძლება არსებობდეს. დღეს მთავარი პრობლემა გვაქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც თეორიულად არის შექმნილი იმისთვის, რომ უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამის საწინააღმდეგოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც უპირველესად, სასამართლოსთვის საფრთხის შემცველია. იმიტომ რომ, ეს არის ძალაუფლების ცენტრი, მათ ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვთ; შესაძლებლობა, მოახდინონ [გავლენა] ინსტიტუციური საკითხების გადაწყვეტილების მიღებაზე და ამით სასამართლოს ადმინისტრირებაზე დიდი გავლენა ჰქონდეთ. ამასობაში, პრობლემად რჩება ის, რომ სასამართლოს ანგარიშვალდებულება არის ნაკლები. სასამართლო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებებს და საზოგადოებას არ აქვს დეტალური, დასაბუთებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა მიღებული გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ხარვეზი, ეს არის პრობლემა და ეს არის დემოკრატიის პრინციპთან სრულიად შეუთავსებელი რამ“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „[საქართველოს] მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო