LOPOTA CUP 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

LOPOTA CUP 2024 - ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი 4-დღიანი თამაშების შემდეგ გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიხურა.

ლოპოტა სპა რეზორტმა LOPOTA CUP-ზე ტრადიციულად წელსაც გააერთიანა ჩოგბურთის მოყვარულები. ტურნირი წელს გაზრდილი საპრიზო ფონდით გაიმართა - 35 000 ლარი, რომელიც სხვადასხვა თანრიგის პირველი და მეორე ადგილების მფლობელებზე გადანაწილდა. გამარჯვებულებს, ფულად პრიზთან ერთად სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრებიც გადაეცათ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალურად ამ ტურნირისთვის შექმნილი თასებით, რომლებიც მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ შეიქმნა.

იხილეთ გამარჯვებულთა სია:

ერთეულთა თანრიგი :

კაცთა შორის (მოყვარული ჩოგბურთელები)

  1. პირველი ადგილი (ფულადი ჯილდო - 7 000 ლარი) : თარაშ კიკალეიშვილი
  2. მე-2 ადგილი (ფულადი ჯილდო - 5 000 ლარი) : ზვიად კალმახელიძე

ქალთა შორის A კატეგორია (ვეტერანი ჩოგბურთელები) :

  1. პირველი ადგილი (ფულადი ჯილდო - 3 500 ლარი) : თინათინ თურმანიძე
  2. მე-2 ადგილი (ფულადი ჯილდო - 2 000 ლარი): სალომე ჩაჩხუნაშვილი

ქალთა შორის B კატეგორია (მოყვარული ჩოგბურთელები):

  1. პირველი ადგილი (ფულადი ჯილდო - 3 500 ლარი) : ანა რამაზაშვილი
  2. მე-2 ადგილი (ფულადი ჯილდო - 2 000 ლარი): სალომე ლომაძე

წყვილთა თანრიგი (Pro-Am)

  1. პირველი ადგილი (ფულადი ჯილდო - 7 000 ლარი) :

თეიმურაზ შენგელია - თეიმურაზ გაბაშვილი

  1. მე-2 ადგილი (ფულადი ჯილდო - 5 000 ლარი) :

სანდრო სვანიძე - ნიკოლოზ აკოფიანი

ასევე, Lopota Cup-ის გენერალურმა სპონსორებმა კომპანია „სარაჯიშვილმა" და VR Holding-მა ლოპოტას თასის 2023 წლის ტურნირის გამარჯვებულს და 2024 წლის ტურნირის ნახევარფინალისტს, საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფის ასმეთაურს, ხატია გოგალაძეს სპეციალური ფულადი პრიზი - 4000 ლარი გადასცეს.

ტურნირი ლოპოტას დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით წლების წინ დაარსდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ 2022 წელს ლოპოტამ ტურნირს ახალ, პროფესიონალურ დონეზე მოწყობილ ჩოგბურთის კორტებზე უმასპინძლა. ტურნირს დიდი დაინტერესება მოჰყვა და მან კვლავ ყოველწლიური ხასიათი მიიღო.

LOPOTA CUP 2024-ის ტურნირის გენერალური სპონსორები არიან: ვიარ ჰოლდინგი და სარაჯიშვილი.

ტურნირის სპონსორები არიან: წყალი ბაკურიანი, პორშე ცენტრი თბილისი, World Class Georgia , Paul Georgia და შატო ბუერა.

ტურნირის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Georgia Today, ჟურნალი Lifestyle Art, რუსთავი 2 , პალიტრამედია ჰოლდინგი, ინტერპრესნიუსი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება