მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი - ის, რაც საქართველოში მიყვარს, ქართველი ხალხია - აქ ხალხი სავსეა ენერგიით, მათ უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვივნენ, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

„ტურიზმის მსოფლიო დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქმე ეხება ტურიზმსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. წლის თემატიკა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკაა - ტურიზმი და მშვიდობა. ყველაზე ჰუმანური ეკონომიკური სექტორი კაცობრიობამ შეიძლება შეინარჩუნოს ურთიერთგაგების, ინვესტიციების, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის გზით. ამასთან, რა თქმა უნდა, სოციალური მდგრადობის დამსახურებით. ის, რაც საქართველოში მიყვარს, ქართველი ხალხია. აქ ხალხი სავსეა ენერგიით, მათ უყვართ ბედნიერების განცდა, შეკრება და ჩვენი გაოცება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მშპ 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2022 წლიდან ქვეყანაში ზრდა და ისტორიული საინვესტიციო ნაკადების შემოდინებაა. ყველაფერი, რასაც საქართველო ამის შესანარჩუნებლად აკეთებს, მართლაც ჭკვიანურად და სწორად გათვლილია. მისი მომავალი ეფუძნება ტრადიციას, რომელიც საბოლოდ, ამ მიწის უნიკალურობაა“,-განაცხადა ნატალია ბაძიონამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება