„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრა ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარების პროცესებში.

„ეს სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომელთა ხელშიც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალია.მინდა მათ მადლობა გადავუხადო სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენს მომავალ თაობას მინდა ვუსურვო გამთლიანებული და ძლიერი საქართველო და მჯერა, მის გამთლიანებასა და გაძლიერებაში ახალგაზრდები თავის წვლილს შეიტანენ“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება