არჩილ გორდულაძე - საინტერესოა, რატომ გაახსენდა ბრიტანეთის ელჩს „უორდროპის ფორმატის“ შეჩერება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე - არის თუ არა ეს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა? - ეს ხალხმა შეაფასოს

ძალიან საინტერესოა, რატომ გაახსენდა ბრიტანეთის ელჩს „უორდროპის ფორმატის“ შეჩერება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე - არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა? ეს ქართველმა ხალხმა შეაფასოს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან გაერთიანებული სამეფოს ელჩის, გარეტ უორდის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ასეთი მცდელობები კონტრპროდუქტიულია.

„ძალიან საინტერესოა, რატომ გაახსენდა ბრიტანეთის ელჩს, მაგალითად, „უორდროპის ფორმატის“ შეჩერება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მაშინ, როდესაც ასეთი შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე. 2024 წლის ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრიტანეთში მიმდინარე არჩევნების გამო არ გაიმართა. რატომ გაახსენდა გადადებული შეხვედრა 26 ოქტომბრამდე 2 კვირით ადრე? არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა? - ეს ქართველმა ხალხმა შეაფასოს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს კარგად აფასებს. ასეთი მცდელობები კონტრპროდუქტიულია. როდესაც ქართველ ხალხს ფაქტების დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას და ამ ყველაფერს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აკეთებ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ თუ არა უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველად 10 წლის განმავლობაში, ბრიტანულმა მხარემ, გადაწყვიტა გაეყინათ ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. მისი თქმით, ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. გარდა ამისა, ელჩის განცხადებით, გაუქმდა თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შეაჩერეს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პრო-დასავლურ კურსს დაუბრუნდება და მხარეებს შორის ნდობა აღდგება.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება