როგორ მოვიპოვოთ „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე - ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, „საქართველოს ბანკი“ ონლაინ შეხვედრას მართავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსიის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, ამასთან, მონაწილეებს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ რჩევებს გაუზიარებენ.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „ზუმის“ ფორმატში გაიმართება. დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია - ბმულზე.

ბანკის განმარტებით, შეხვედრის პანელისტები იქნებიან „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატები: ნანა გელაშვილი, University Of Leeds; ლევან თევდორაძე, King's College London; მარიამ მაჭარაშვილი, University Of Exeter.

ინფორმაციისთვის, CHEVENING-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს