ედუარდ კოკოითი - საქართველოს ყოფილი პრემიერი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მლნ ევრო გამოყონ და სოხუმი ახალ მონაკოდ აქციონ - თავიანთი საქართველო აქციონ მონაკოდ და ჩვენ რუსეთთან ერთად თავად მოვგვარდებით

ივანიშვილის განცხადებამ გამახარა. ვიფიქრე, დიახ, არსებობენ ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავისი სამხედრო ბაზები უნდა გაიყვანოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო მტერია.

„საქართველო დღეს მტერია, არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, ხელი მოვაწეროთ დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს და თრუსოსა და გუდოს ხეობების შესახებ საკითხს სერიოზულად ვაყენებთ, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ტერიტორიებია, რომელთა ქართული მხარისთვის დათმობა მოხდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიონი ევრო გამოყონ და სოხუმი ახალ მონაკოდ აქციონ. თავიანთი საქართველო აქციონ მონაკოდ და ჩვენ რუსეთთან ერთად როგორმე თავად მოვგვარდებით“, - აღნიშნა კოკოითმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს