ლევან ბეჟაშვილი - ხალხს მობეზრდა ტყუილი დაპირებები, სიძულვილის პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის პარტია თესავს და ავრცელებს ქვეყანაში

ხალხს მობეზრდა ტყუილი დაპირებები, სიძულვილის პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის პარტია თესავს და ავრცელებს ქვეყანაში - ისე როგორც მთელ საქართველოში, საგარეჯოშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ ხალხს ცვლილებები სურს! – ეს განცხადება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საგარეჯოს რაიონში გააკეთა, სადაც კოალიციის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები მხარს “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ და ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუჭერენ.

„ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრას განვაგრძობთ. ვიმყოფებით საგარეჯოს რაიონში, იორმუღანლოს ზონის სოფლებში. აქაც კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. ხალხს მობეზრდა ტყუილი დაპირებები, სიძულვილის პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის პარტია თესავს და ავრცელებს ქვეყანაში.

ხალხს ცვლილებები უნდა. დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები ისე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უერთგულებენ და მხარს დაუჭერენ “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ და ამ ქვეყანას ევროპული მომავალი მოვუპოვოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება