კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა განათლების სისტემის დეპოლიტიზების შესახებ მანიფესტს მოაწერეს ხელი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა განათლების სისტემის დეპოლიტიზების შესახებ მანიფესტს მოაწერეს ხელი.

ასევე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრა გამართეს საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მანიფესტის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ათწლეულებია, განათლების სისტემის თვისებრივი გაუმჯობესება არ მომხდარა.

გარდა ამისა, მითითებულია, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგები ჩამორჩება სასურველ მაჩვენებლებს, შეზღუდულია თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არ არის უზრუნველყოფილი მოსწავლეთა და მასწავლებელთა, სტუდენტებისა და პროფესორების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმები. სფეროს განვითარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო შემაფერხებელი ფაქტორი კი განათლების სისტემის მმართველი პარტიის მიზნებისთვის დამორჩილებისა და კონტროლის არადემოკრატიული პრაქტიკაა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დისკუსიის ფორმატში მიმდინარე შეხვედრას მამუკა ხაზარაძის, ლევან ცუცქირიძის და ანა დოლიძის გარდა, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ, ღონისძიების მოდერატორი კი იყო სიმონ ჯანაშია.

მანიფესტის - „განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოქალაქეების განათლება ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია. შესაბამისად, განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ ათწლეულებია განათლების სისტემის თვისებრივი გაუმჯობესება არ მომხდარა. მოსწავლეთა აკადემიური შედეგები ჩამორჩება სასურველ მაჩვენებლებს, შეზღუდულია თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არ არის უზრუნველყოფილი მოსწავლეთა და მასწავლებელთა, სტუდენტებისა და პროფესორების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმები.

სფეროს განვითარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო შემაფერხებელი ფაქტორი განათლების სისტემის მმართველი პარტიის მიზნებისთვის დამორჩილებისა და კონტროლის არადემოკრატიული პრაქტიკაა. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ გამოიყენონ განათლების სისტემა საარჩევნო მიზნებისთვის, რაც იწვევს პერსონალის პოლიტიკური ნიშნით შერჩევას, დასჯასა და დაჯილდოებას, ხარისხის მართვის მექანიზმების პარტიული ინტერესით გამოყენებას, პოპულისტურ, არამდგრად გადაწყვეტილებებს და სხვა მანკიერ მიდგომებს. დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია საქართველოს განათლების სისტემის გაჯანსაღება და მისი მდგრადი, შედეგზე ორიენტირებული განვითარება.

ვაცნობიერებთ რა, საკითხის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ განათლების თავისუფლებას პარტიული კონტროლისგან, და გავემიჯნებით განათლების სისტემის პარტიის ინტერესებისთვის გამოყენებების მანკიერ პრაქტიკას. ამ მიზნით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ვიმუშავებთ, რათა დავნერგოთ ამ პრობლემის აღმოფხვრის კონკრეტული მექანიზმები”, - ნათქვამია მანიფესტის ტექსტში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის