აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა რუხში, პრემიერთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს დათვალიერებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარონ მათ დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტივე პოლიკლინიკის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რათა კიდევ უფრო მოძლიერდეს ეს სფერო და პოლიკლინიკებმა მეტი ბენეფიციარის მომსახურება შეძლონ.

რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ახალი ტექნიკური აღჭურვილობა მათთან ბმის და კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთ-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ემსახურება არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი