Reuters - აშშ-მა ისრაელს მოუწოდა, რომ მომდევნო თვეებში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად ნაბიჯები უნდა გადადგას

აშშ-მა ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამერიკული სამხედრო დახმარება დადგეს კითხვის ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელს წერილით მიმართეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ქვეყანამ მომდევნო თვეებში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამერიკული სამხედრო დახმარება დადგეს კითხვის ქვეშ.

“გწერთ, რათა ხაზი გავუსვათ აშშ-ის მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაზე, და მოგიწოდოთ, რომ თქვენმა მთავრობამ მიმდინარე თვეში ამ ტრაექტორიის შესაბრუნებლად სასწრაფო და სტაბილური ქმედებები იძიოს…

ამ ზომების მიღებისა და შენარჩუნებისადმი სტაბილური ერთგულების დემონსტრირების ჩავარდნას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს აშშ-ის პოლიტიკაზე… და შესაბამის ამერიკულ კანონზე”, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ბლინკენისა და ლოიდის წერილი თავდაპირველად მედიამ 13 ოქტომბერს გაავრცელა. Reuters-ის ცნობით, საკითხთან ნაცნობმა ორმა წყარომ მათ წერილის ავთენტურობა დაუდასტურა. ამ მომენტისთვის არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, არც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და არც ისრაელის მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია მედიაში გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება