ირაკლი ღარიბაშვილი - სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში

სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს “ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა”.

„ამ უსამშობლო ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების საშუალებას! ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იმედად, ერთად, ძლიერად უნდა ვაჩვენოთ ყველამ, რომ ვდგავართ მტკიცედ და ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა. მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას. 26 ოქტომბერს მეგობრებო გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული, ამაყი ხალხი, გაიმარჯვებს სამეგრელო და გაიმარჯვებს საქართველო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს