შალვა პაპუაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთს - ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა, ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა - 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა

წინ 26 ოქტომბერია, დღე, როცა უნდა გადაწყდეს რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა - დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც როგორც თანასწორს ისე ელიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეში უნდა ითქვას 26 ოქტომბერს მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით განაგრძოს ევროპისკენ სვლა.

„ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ, 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო