ევროკომისარი - ევროკავშირი შეძლებს ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდება - რუსული გაზის გამოყენებას არანაირი გამართლება არ აქვს

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმონსი აცხადებს, რომ რუსეთსა და "ნაფტოგაზს" შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ევროკავშირი შეძლებს, ჩაანაცვლოს რუსული გაზი, რომელიც მას უკრაინის გავლით მიეწოდება.

"მე დავუდასტურე მინისტრებს, რომ მზად ვართ რუსეთსა და "ნაფტოგაზს" შორის ხელშეკრულების დასრულებისთვის, არსებობს 14 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩანაცვლების ვარიანტები", - განაცხადა სიმონსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსული გაზის გამოყენების გაგრძელებას არანაირი გამართლება არ აქვს.

„ევროკავშირს შეუძლია იცხოვროს რუსული გაზის გარეშე. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს (რუსეთის ფედერაციის გაზის გამოყენება) არ არის აუცილებლობა, არამედ პოლიტიკური არჩევანი და ამავდროულად საშიში“, - აღნიშნა სიმონსმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება