ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ლიბანში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია.

„პრემიერ-მინისტრმა საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია, რომელიც არ ცვლის ლიბანში უსაფრთხოების ვითარებას და რომელიც მხოლოდ დააბრუნებს მას იქ, სადაც იყო“, - აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისმა მანამდე გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის სახელმწიფო გაერო-ს რეზოლუციით შეიქმნა.

„შეხსენება საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა არა გაერო-ს რეზოლუციით, არამედ დამოუკიდებლობისთვის ომში გმირი მებრძოლების სისხლით მიღწეული გამარჯვებით“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, ელისეს სასახლეში გამართული დახურული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ „ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა და ახლა გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის დრო არ არის“.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას გაერო-ს მოუწოდა, გაიყვანოს სამხრეთ ლიბანში განლაგებული სამშვიდობო ძალები, რომელიც 700 ფრანგ ჯარისკაცს მოიცავს და განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ მათ ცოცხალ ფარად იყენებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს