პენტაგონი - აშშ-ს ისრაელისა და უკრაინის მიმართ სხვადასხვა ვალდებულებები აქვს - ეს არის განსხვავებული ომები, განსხვავებული რეგიონები

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით უკრაინის სიახლოვეს THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს, როგორც ამას ისრაელისთვის აკეთებს.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა, თუკი შეერთებული შტატები აგზავნის THAAD-ის სისტემას ისრაელში, ირანიდან თავდასხმების შესაჩერებლად, რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს უკრაინისთვის - განათავსოს THAAD-ი პოლონეთში ან რუმინეთში, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სინგმა უპასუხა, რომ ეს არის ორი განსხვავებული სიტუაცია.

„განსხვავებული შესაძლებლობები, განსხვავებული ომები, განსხვავებული რეგიონები. ასევე განსხვავებულია ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„არ მინდა გავაკეთო იმ ყველაფრის მთელი ჩამონათვალი, რასაც ჩვენ უკრაინას, ან ისრაელს ვაწვდით, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ ეს ადმინისტრაცია, ეს სამინისტრო აგრძელებს ორივეს მხარდაჭერას სხვადასხვა საჭიროებებში, რაც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება