ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვაზე - რა ცვლილებები შევიდა გერმანიის საიმიგრაციო კანონში?

გერმანია აფართოებს და ამარტივებს შრომის ბაზარზე წვდომას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის) 2023 წლის ნოემბრიდან. საიმიგრაციო კანონმა (Skilled Immigration Act) განიცადა მნიშვნელოვანი განახლება ევროკავშირის 2021/1883 დირექტივის საფუძველზე.

გერმანიის საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმები სამ ეტაპად დაინერგება (2023 წლის ნოემბერში, 2024 წლის მარტსა და 2024 წლის ივნისში). ახალი კანონის პირველი ეტაპი, რომელიც გაუადვილებს კვალიფიციურ მუშაკებს ევროკავშირის გარედან გერმანიაში გადასვლას, დაიწყება ნოემბერში.

ახალი კანონი მიზნად ისახავს კვალიფიციური უცხოელი მუშაკების მოზიდვას. გერმანია ზრდის მესამე ქვეყნების მოქალაქეთა დასაშვებ რაოდენობასაც დასაქმების მიზნით, რომელიც წელიწადში მიაღწევს 60 000-ს.

საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმები განსაკუთრებით ფოკუსირებულია პროფესიული განათლების მქონე პირებზე. ასევე, შემსუბუქდება უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური პროფესიონალებისთვის არსებული წესებიც.

უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური პირებისთვის არსებული მექანიზმი, როგორიცაა ევროკავშირის ლურჯი ბარათი, აგრძელებს მოქმედებას და ზოგიერთ შემთხვევაში ფართოვდება კიდეც. ხოლო ზემოაღწერილის შესაბამისი ახალი შესაძლებლობების ბარათი (Chancenkarte) საშუალებას აძლევს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს პროფესიული განათლებით დასაქმდნენ გერმანიაში.

ერთ-ერთი ცვლილება შეეხო IT სპეციალისტებს: IT სპეციალისტებს ახლა შეუძლიათ მიიღონ ევროკავშირის ლურჯი ბარათი, თუ მათ არ აქვთ უნივერსიტეტის ხარისხი, მაგრამ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აქვთ მინიმუმ სამი წლის პროფესიული გამოცდილება.

ფართოვდება დეფიციტური პროფესიების სია: გარდა არსებული დეფიციტური პროფესიებისა (მათემატიკა, IT, მეცნიერება, ინჟინერია და ადამიანის მედიცინა), შემდეგ პროფესიებში კვალიფიციურ მუშაკებს შეუძლიათ მიიღონ ევროკავშირის ლურჯი ბარათი:

  • წარმოების, სამთო, სამშენებლო ან დისტრიბუციის მენეჯერები;
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისის მენეჯერები;
  • პროფესიული სერვისების მენეჯერები, როგორიცაა ბავშვთა მოვლის ან ჯანდაცვის სერვისების მენეჯერები;
  • ვეტერინარები;
  • სტომატოლოგები;
  • ფარმაცევტები;
  • საექთნო ან მეანობის პროფესიონალები;
  • სკოლის და სკოლის გარეთ მასწავლებლები და აღმზრდელები.

წყარო:

https://www.euronews.com/travel/2023/10/16/skilled-workers-are-in-demand-as-germany-tackles-labour-shortage-with-new-points-based-vis

https://www.make-it-in-germany.com/en/visa-residence/skilled-immigration-act

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

eka_kardava@yahoo.com

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება