ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს და ფინანსდება „შავი ფულით“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად და ამაში ე.წ. შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "მთავარი არხი" დაუსაბუთებელი თანხებით ფინანსდებოდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ალბათ, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

„ზოგადად, ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს და ფინანსდება „შავი ფულით“, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, ალბათ, ახალი დეტალები არის გამოკვეთილი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას. ის, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რა თქმა უნდა, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. ალბათ, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“,-განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება