GCCA-ის და UN WOMEN-ის ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრები გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, შეხვედრები კითხვა-პასუხის, დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენელმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, რეგიონში მცხოვრებ ქალებთან ერთად, კანონის სამართლებრივი საფუძვლები, სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ, მომხმარებლის უფლებები და მოვაჭრის ვალდებულებები, დეტალურად მიმოიხილეს.

„შეხვედრებს ხელმძღვანელობდნენ - GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე და გაეროს ქალთა ფონდის ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ქალებთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება