ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

საწარმოს სრული ინვესტიცია 31 766 000 ლარია, რომლიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 500 000 ლარი, ხოლო

სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 481 000 ლარია. შპს „აი ჯი აგროს“ თხილის პლანტაციებში 19,110,000 ლარი აქვს ინვესტირებული.

თხილის გადამმუშავებელი საწარმოს წარმადობა 4000 ტონას შეადგენს.

ქარხანაში მუდმივად 59, სეზონურად კი, 100 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო ახორციელებს თხილის ექსპორტს. კომპანიას ამ დროისათვის ექსპორტზე გატანილი აქვს 1128 ტონა თხილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს